მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Midea

hr.ge

შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი

თბილისიბოლო ვადა 19 ნოე 2026
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის“ პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; შესყიდვის პროცესის დაწყებამდე და შემდეგ საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა და თარგმნა ინგლისურიდან ქართულად; პროდუქციის ნაშთის კონტროლი საწყობებში და მათი დროული გადაადგილება; უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა; უშუალო ხელმძღვანელთან სხვადასხვა რეპორტების წარმოება; ბაზრის კვლევა; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office ) ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენაც. პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; თავაზიანობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://midea.selfrecruit.ge/s/Fs63

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.