Mit Hotel Tbilisi
hr.geHR მენეჯერი / ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
თბილისიბოლო ვადა 19 ნოე 2026
Mit Hotel Tbilisi აცხადებს ვაკანსიას: HR მენეჯერი / ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
ლოკაცია: თბილისი, ძველი თბილისი
სფერო: სასტუმრო ბიზნესი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
თანამედროვე და განვითარებადი სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ HR მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მართვას, თანამშრომლების შერჩევასა და სასტუმროს გუნდური მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას.
ძირითადი მოვალეობები:
ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების მოძიება;
გასაუბრებების დაგეგმვა და კანდიდატების შერჩევა;
ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის მართვა;
თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;
სამუშაო გრაფიკებისა და დასწრების კონტროლის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების ადმინისტრირება;
პერსონალთან დაკავშირებული საკითხების დროული მოგვარება;
პოზიტიური სამუშაო გარემოსა და გუნდური კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უმაღლესი განათლება სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სასტუმროს სფეროში გამოცდილება სასურველია.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად სასტუმროში;
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მითითებით — „HR მენეჯერი“.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: mit.tbilisi@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 105 194
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.