მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

მარონი ჯგუფი

hr.ge

მოლარე / კონსულტანტი

თბილისიბოლო ვადა 18 ნოე 2026
საკონდიტრო „მარონი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტი პოზიციაზე. ჩვენ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ვსაქმიანობთ და მომხმარებელს ვთავაზობთ საკონდიტრო ნაწარმს წარმოების ორი ხაზით — თანამედროვე MARRONI და კლასიკური DIDEBULI. ჩვენი პროდუქცია აერთიანებს ტრადიციულ გემოებსა და თანამედროვე საკონდიტრო მიდგომებს. ვეძებთ პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც მომხმარებელს პროდუქციის შერჩევაში დაეხმარება და იზრუნებს სასიამოვნო მომსახურებაზე. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; ასორტიმენტის გაცნობა და მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; პროდუქციის ვიტრინაში განთავსება და მოწესრიგებული იერსახის შენარჩუნება; პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი; სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა; კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა და გუნდთან თანამშრომლობა. სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება:1300-1500 განაცხადის მიღება: დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: +995 511 44 22 98 შემოუერთდით „მარონის“ გუნდს!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.