მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

GDCC

hr.ge

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

თბილისიბოლო ვადა 18 ნოე 2026
Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში GDCC LLC აცხადებს ვაკანსიას „ბრენდ მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა; პროდუქციის ასორტიმენტის მართვა და კონტროლი; პროდუქციის ნაშთების მართვა, რეგიონებში განაწილება; მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და კონტროლი; პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან) ინტენსიური ურთიერთობა; კონკურენტების მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების კონტროლი და ანალიზი; ყოველკვარტლურად გაყიდვების პრეზენტაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის; გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა; ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: უმაღლესი განათლება, (განიხილება სტუდენტი); აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე; ენერგიული და კომუნიკაბელური; მოტივირებული მიზნების მიღწევაზე. სამუშაო პირობები: გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ; დასვენება - შაბათი, კვირა; ანაზღაურება: 1000-1200 ₾. ჯანრმთელობის დაზღვევა; მობილური ტელ. ულიმიტო სასაუბრო პაკეტი. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე, hr@gdcc.com.ge საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - „ბრენდ მენეჯერის ასისტენტი“. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.gdcc.ge

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.