ლაზიკა კაპიტალი
hr.geპრობლემური სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტი
ოზურგეთი · ზუგდიდი · ხელვაჩაურიბოლო ვადა 18 ნოე 2026
საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტის პოზიციაზე ოზურგეთის, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, წალენჯიხის, მარტვილის, ბათუმისა და ქუთაისის. ფილიალებისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება.
სამუშაოს აღწერილობა:
პრობლემური და ჩამოწერილი სესხების მართვა;
დაკრედიტებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურების მართვა.
ჩვენს შესახებ:
ჩვენ ვართ საქართველოში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ჩვენ ვზრუნავთ მცირე მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორობის გზით.
ორგანიზაციის გაცხადებული მთავარი ღირებულებებია: პასუხისმგებლობა, ზრუნვა, განვითარება, პროფესიონალიზმი.
რატომ უნდა აირჩიოთ ლაზიკა კაპიტალი:
კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები: მრავალფეროვან საბონუსე სისტემას. ჯანმრთელობის დაზღვევას, მობილურ ტელეფონზე ულიმიტო სასაუბრო დროს და კომპანიის ავტომობილით მომსახურებას.
სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი: ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი.რადგან ვიცით, რომ ბედნიერი, მოტივირებული თანამშრომელი ჩვენი საერთო წარმატების გასაღებია. ჩვენ გთავაზობთ 35-საათიან სამუშაო კვირას (შაბათ-კვირას დასვენება) და მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში.
მრავალფეროვანი პროგრამები: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია თქვენი უნარების გასაძლიერებლად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.