მთავარ შინაარსზე გადასვლა

უფასო რეზიუმეს ბილდერი · ქართულად და ინგლისურად

შექმენი შენი იდეალური CV/რეზიუმე მარტივად
და გაზარდე დასაქმების შანსები

მოგვიყევი შენზე ხმით ან ტექსტით. AI დაგისვამს კითხვებს და საუბრისას შენს CV-ს ააწყობს.

შექმენი AI-სთან
  • უფასოა
  • AI ინტერვიუ უფასო ანგარიშით
  • ჩამოტვირთე PDF-ად
Mycv.ge-ზე შექმნილი რეზიუმეს მაგალითი
  • 44 000+მომხმარებელი
  • ქა / ENქართულად და ინგლისურად
  • A4 PDFერთი დაჭერით
  • 0 ₾სრულიად უფასო

როგორ მუშაობს

პირველი რეზიუმე — რამდენიმე წუთში.

  1. მოგვიყევი შენზე

    უპასუხე კითხვებს ხმით ან ტექსტით. AI შენი გამოცდილების ჩამოყალიბებაში დაგეხმარება.

  2. ნახე, როგორ ივსება შენი CV

    თვალი ადევნე ცვლილებებს, შეასწორე დეტალები და აირჩიე სასურველი შაბლონი.

  3. ჩამოტვირთე PDF

    მიიღე მოწესრიგებული PDF და გაუგზავნე დამსაქმებელს.

შექმენი AI-სთანAI ინტერვიუ უფასო ანგარიშით

პროფესიონალური CV შაბლონები

აირჩიე დიზაინი, რომელიც შენს პროფესიას შეესაბამება. ყველა შაბლონი ქართულ და ინგლისურ ტექსტს ერთნაირად კარგად აჩვენებს.

რეზიუმეს მაგალითები

დაიწყე მზა მაგალითით და შეცვალე ის შენი ინფორმაციით.

HR მენეჯერის რეზიუმე — რეზიუმეს მაგალითი

HR მენეჯერის რეზიუმე

შერჩევა, ონბორდინგი და შეფასება — გაზომვადი შედეგებით.

We’ve done all the work so you can get the job

  1. ხმა და AI

    CV Builder App

    თანამედროვე, გამორჩეული დიზაინი, Drag n Drop ფუნცქიონალი

    • თქვი ხმით — ტექსტი თავად ჩაიწერება
    • AI გადააქცევს შენს სიტყვებს რეზიუმეს პუნქტებად
    • ყოველი ცვლილება მაშინვე ჩანს რეზიუმეზე
    Mycv.ge რედაქტორი: CV Builder App
  2. შემოწმება

    თქვენი გამორჩეული რეზიუმე

    შექმენი იდეალური რეზიუმე Mycv.ge-ზე, გაზარდე დასაქმების შანსები

    • 14 შემოწმება: კონტაქტი, ციფრები, სიგრძე, ATS
    • ერთი დაჭერით გადადიხარ იმ ველზე, რომელიც გასასწორებელია
    • პატიოსანი სია — არა ყალბი „ქულა“
    Mycv.ge რედაქტორი: თქვენი გამორჩეული რეზიუმე
  3. 12 შაბლონი

    შეარჩიე შენზე მორგებული შაბლონი

    CV შაბლონი და გამზადებული ბილდინგ ბლოკები

    • ATS-თან თავსებადი, ფოტოთი ან ფოტოს გარეშე
    • შაბლონის შეცვლა ტექსტის დაკარგვის გარეშე
    • ფერები, შრიფტები და სიმჭიდროვე — შენი არჩევანით
    Mycv.ge რედაქტორი: შეარჩიე შენზე მორგებული შაბლონი
  4. PDF

    PDF ფორმატის დაგენერირება

    გადმოწერე ან გაირე რეგისტრაცია სამომავლო ცვლილებებისთვის

    • სუფთა A4 PDF ქართული შრიფტებით
    • ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც რედაქტორში
    • რეზიუმე ინახება შენს ანგარიშში — შეცვალე ნებისმიერ დროს
    Mycv.ge რედაქტორი: PDF ფორმატის დაგენერირება

რატომ Mycv.ge

ყველაფერი, რაც კარგი რეზიუმესთვის გჭირდება — ერთ ადგილას.

  • შევსება ხმით

    მოყევი შენს გამოცდილებაზე და ჩვენ დაგეხმარებით მის რეზიუმეს ტექსტად გადაქცევაში.

  • უფასო

    შექმენი და ჩამოტვირთე რეზიუმე უფასოდ.

  • ქართულად და ინგლისურად

    რეზიუმეს ენას თავად ირჩევ — ის საიტის ენისგან დამოუკიდებელია.

  • ATS-თან თავსებადი

    მარტივი სტრუქტურის შაბლონები, რომლებსაც კანდიდატების შერჩევის სისტემები კარგად კითხულობს.

  • PDF ერთი დაწკაპებით

    A4 ფორმატის PDF, რომელიც ნებისმიერ მოწყობილობაზე ერთნაირად გამოიყურება.

  • ცვლილება ნებისმიერ დროს

    რეზიუმეები შენს ანგარიშში ინახება — განაახლე და ჩამოტვირთე, როცა დაგჭირდება.

რჩევები როგორ გავაკეთოთ სივი

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც რეზიუმეს შედგენაში დაგეხმარება.

რა არის რეზიუმე/სივი?

რეზიუმე არის პირადი და პროფესიული გამოცდილების, უნარებისა და განათლების მოკლე მიმოხილვა. მისი მთავარი მიზაინია, პოტენციურ დამსაქმებელთან თქვენი თავისა და უნარების მაქსიმალურად წარმოჩენა.

სწორად შედგენილი რეზიუმე დასაქმების შანსებს მნიშვნელოვანად ზრდის. თუ გსურს გაიგო, ეს როგორ მოახერხო, მაშინ გაეცანი ჩვენს მოკლე გზამკლვევს და სივის შექმნის ვიდეო გაკვეთილს.

როგორ უნდა შეადგინოთ რეზიუმე პირველი სამსახურისთვის?

მაშინ როცა, სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ, რეზიუმეს შედგენა შეიძლება, განსაკუთრებით რთული მოგეჩვენოთ. ამას ემატება ინტერნეტ სივრცეში არსებული მაგალითები, სადაც ინფორმაციის 80% -ს სამუშაო გამოცდილება წარმოადგენს.

კარგი ამბავი ის არის, რომ დამწყებ პოზიციასა და სტაჟირებაზე რეზიუმის გაგზავნისას თქვენგან მდიდარ სამოუშაო გამოცდილებას არავინ ელის. ყურადღება გამახვილდება თქვენს განათლებაზე, მოხალისეობრივი გამოცდილებზე, ჰობსა და ინტერესებზე.

მდიდარი სამუშაო გამოცდილების გარეშე კონკურენტუნარიანი რეზიუმის შედგენაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

რა ჩავწეროთ რეზიუმეში?

  • პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია(მობილური,ელ-ფოსტა)...
  • მოკლე მიმოხილვა თქვენს შესახებ
  • განათლება
  • გამოცდილება
  • პიროვნული თვისებები
  • პროფესიული უნარები
  • უცხო ენები

რა თანმიმდევრობით განვათავსოთ ინფორმაცია რეზიუმეში?

როგორც წესი, უმჯობესია ინფორმაცია განათავსოთ ქრონოლოგიურად(ძველიდან ახლისკენ). თუმცა, რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი გამცდილება დასაწყისშივე მიუთითოთ.

რამხელა უნდა იყოს რეზიუმე?


ძირითად ერთ გვერდიანი რეზიუმე სავსებით საკმარისია, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანის დამატება გსურთ, 2 გვერდამდე გაზრდაც შესაძლებელია.

როგორ დავწეროთ რეზიუმეს მოკლე მიმოხილვა?

მოკლე მიმოხილვა რეზიუმეს ერთ-ერთი საყურადღებო ნაწილია. არ უნდა აჭარბებდეს 3-4 წინადადებას, მოკლედ, თუმცა მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს თქვენს მესიჯსა და პროფესიულ გამოცდილებას.
მაგალითად:
„მაქვს x-წლიანი გამოცდილება [სფეროს დასახელება]. გამოვირჩევი მაღალი პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით. დაინტერესებული ვარ x სფეროში დასაქმებით.“

რა უნდა დაწეროთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ?

სამუშაო გამოცდილების აღწერა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • პოზიციის დასახელება
  • კომპანიის სახელი
  • მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღი
  • სამსახურეობრივი მოვალეობების მოკლე აღწერა.
დამსაქმებელისთვის ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს ჩვენს მიერ მიღწეული კონკრეტული შედეგები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ კონკრეტულ გაზომვად შედეგებსაც ჩავაწერთ სივიში. მაგალითად:
  • ჩემი მუშაობის პერიოდში შევძელი გამეუმჯობესებინა კომპანიის გაყიდვები 20%-ით
  • კოპმანიაში ავღმოფხვერი ისეთი პრობლმები როგორებიცაა მარაგების დროულად შევსება, არორგანიზებული საბუთების მოწესრიგება.
  • სწორად ჩატარებული ბუღალტერილი სამუშაოების შესრულებით შევძელი კომპანიისთვის თავიდან ამეცილებინა საგადასახადო ჯარიმები.

რა ფორმით უნდა განათავსოთ თქვენი უნარები რეზიუმეში.

დააჯფუგეთ თქვენი უნარები სათაურის ქვეშ და დაამატეთ ინფორმაცია შემდენაირად.

skills-sectoins

რომელია რეზიუმეს საუკეთესო ფორმა/თემფლეითი?

გაითვალისწინეთ, რომ სრულყოფილი რეზიუმე არ არსებობს. რადგან, თითოეულ რეკრუტერს განსახვებული აზრი და მოთხოვნები აქვს.

მთავარია, რომ რეზიუმე იყოს მარტივად აღქმადი და სექციები შესაბამისად განლაგებული. რათა თქვენს მიერ მოწოდებული ინფომრაცია დამსაქმებლამდე სწორად მივიდეს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რეზიუმეს PDF ფორმატში გაგზავნა.

ხშირად დასმული კითხვები

ფასიანია Mycv.ge?

არა. რეზიუმეს შექმნა, შაბლონის არჩევა და PDF-ის ჩამოტვირთვა უფასოა.

საჭიროა რეგისტრაცია?

რეზიუმეს შექმნა რეგისტრაციის გარეშეც შეგიძლია. PDF-ის ჩამოსატვირთად და რეზიუმეს შესანახად საჭიროა ანგარიშში შესვლა — ამას რამდენიმე წამი სჭირდება.

შემიძლია რეზიუმე ინგლისურად შევქმნა?

კი. რეზიუმეს ენას თავად ირჩევ — ქართულს ან ინგლისურს — და ის საიტის ენისგან დამოუკიდებელია.

რა ფორმატში ჩამოიტვირთება რეზიუმე?

რეზიუმე PDF ფორმატში ჩამოიტვირთება. ეს ფორმატი დამსაქმებლებისთვის ყველაზე მოსახერხებელია და ყველგან ერთნაირად გამოიყურება.

შემიძლია რეზიუმე მოგვიანებით შევცვალო?

კი. ანგარიშში შესვლის შემდეგ ყველა რეზიუმე „ჩემს რეზიუმეებში“ ინახება — იქ შეგიძლია გააგრძელო რედაქტირება, შექმნა ასლი ან წაშალო.

როგორ მუშაობს ხმით შევსება?

ჩართე მიკროფონი და მოყევი შენს გამოცდილებაზე. Mycv.ge ჩანაწერს ტექსტად აქცევს და სექციების შევსებაში გეხმარება — შედეგის შესწორება ყოველთვის შეგიძლია.

მზად ხარ შემდეგი სამსახურისთვის?

შექმენი რეზიუმე ახლავე — ეს უფასოა და რამდენიმე წუთს მოითხოვს.

შექმენი AI-სთან