Skip to main content
Back to all jobs

IESco

jobs.ge

ბუღალტერი

Apply by 17 Dec 2026
კომპანია "აიესკო" - ინდუსტრიული დანადგარების რეალიზაციისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანია - აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** ბუღალტრული პროცესების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა; ** დღგ-ისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება; ** იმპორტის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა; ** სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვისა და კონტროლის გამოცდილება; ** შესყიდვებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვის ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოება; ** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება; ** შესყიდვების, გაყიდვებისა და სასაქონლო ოპერაციების აღრიცხვა; ** იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; ** სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი; ** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ** ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება და კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** პერიოდული ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგების მომზადება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების (რეპორტინგის) უზრუნველყოფა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი; ** გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე (3+3 თვე), შუალედური შეფასებით პირველი 3 თვის დასრულების შემდეგ; ** გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია; ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** სამუშაო ადგილი: კომპანია "აიესკო", მისამართი: ავჭალის ქუჩა N52. დაინტერესებულ კანდიდატებს: გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV: info@iesco.ge და მიუთითოთ სასურველი ანაზღაურების ოდენობა. ტელ.: 577 100027. კომპანია "აიესკო" გთავაზობთ პროფესიულ გარემოს და დამოუკიდებელი მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას. https://www.iesco.ge

Source: jobs.ge. Availability may change.