Skip to main content
Back to all jobs

CarMove

jobs.ge

საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი

Apply by 17 Dec 2026
დაიწყე საერთაშორისო კარიერა "CarMove"-თან ერთად! ვაკანსია: საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი (Junior) თბილისი | სრული განაკვეთი | ანაზღაურებადი გაინტერესებს, როგორ გადაადგილდება ავტომობილები ჩინეთიდან საქართველოსა და სხვა ქვეყნებში? CarMove ეძებს ორგანიზებულ, სწრაფად მოაზროვნე და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებსაც სურთ საერთაშორისო ლოჯისტიკის პროფესიონალებად ჩამოყალიბება. გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენ გასწავლით პროფესიას რეალურ სამუშაო პროცესში! რას ისწავლი და გააკეთებ? ** საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ** ჩინელ და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას; ** ავტომზიდების, სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვების კოორდინაციას; ** გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლს; ** ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს; ** ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტასა და გადაზიდვის პროცესების მართვას. ვის ვეძებთ? ** ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს; ** სწრაფად სწავლისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით; ** ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვა; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნით (ორივე ენა უპირატესობაა); ** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარებით; ** საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართ რეალური ინტერესით. რას გთავაზობთ? ** სრულგანაკვეთიან, ანაზღაურებად სამუშაოს; ** პროფესიულ მომზადებას ნულიდან; ** გამოცდილ მენეჯერებთან ყოველდღიურ პრაქტიკულ სწავლებას; ** საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას; ** კარიერულ განვითარებას Junior-დან დამოუკიდებელ ლოჯისტიკის მენეჯერამდე; ** საინტერესო, დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი წლის გამოცდილება გაქვს, არამედ რამდენად სწრაფად შეგიძლია განვითარება! გამოგვიგზავნე CV: info@carmove.ge სათაურში მიუთითე: საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი (Junior)

Source: jobs.ge. Availability may change.