ატელიე აუთლეტი
jobs.geადმინისტრატორი
დიღომიApply by 17 Dec 2026
"ATELIER OUTLET/ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დიღომი.
გრაფიკი: 09:00-18:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან საჩუქრად;
** FITPASS;
** კარიერული წინსვლა.
მოვალეობები:
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** კოლექციის განახლება, შეკვეთა, დარბაზში წარმოდგენა და მარაგების კონტროლი;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დარბაზში სისუფთავის კონტროლი;
** სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განთავსება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
აუცილებელი მოთხოვნა:
** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** EXCEL-ის ცოდნა;
** ტანსაცმლის მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** APEX პროგრამის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ-მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge
Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
Source: jobs.ge. Availability may change.