Skip to main content
Back to all jobs

დომუს კონსტრაქშენი

jobs.ge

შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი

Apply by 30 Nov 2026
კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ** სამშენებლო ობიექტებზე საჭირო ინვენტარისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრადა კონტროლი; ** შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და პროცედურების დაცვის მონიტორინგი; ** ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირების ჩატარება დადგენილი პროგრამებისა და ჩეკლისტების შესაბამისად; ** გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების აღრიცხვა, უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშგება და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობისა და მოთხოვნების გაცნობა და მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იალბუზის 14 (პროექტი დომუს ავლაბარი) ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური სპეციალობები. სასურველია HSE სერტიფიკატი. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** შრომის უსაფრთხოების არსებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ** შრომისმოყვარეობა - მოტივირებული; ** პასუხისმგებლობა - შედეგებზე ორიენტირება; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com განცხადების მიღების ბოლო ვადაა 30.11.2026. გთხოვთ, ელ ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HSE/11.2026".

Source: jobs.ge. Availability may change.