Skip to main content
Back to all jobs

მარიმედი

jobs.ge

ოჯახის ექიმი

Apply by 17 Dec 2026
კლინიკა მარიმედი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტების მიღება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შეფასება, პრობლემის/დიაგნოზის ფორმულირება, სამუშაო გეგმის შედგენა, პარაკლინიკური გამოკვლევების და რეფერალის დაგეგმვა და ორგანიზება, პრევენციული, სამკურნალო, სარეაბილიტაციო რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მეთვალყურეობა. ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა №IV-100/ა, საავადმყოფო ფურცელი და ა.შ) ** პაციენტთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება, მათ შორის, მკურნალობის შედეგების მონიტორინგი. ** პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაციის კოორდინირების უზრუნველყოფა; ** კლინიკის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან კოლეგიალური ურთიერთობა; ** სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა; ** კლინიკის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილება. ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). ცოდნა, უნარები: ** საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; ** დროის მენეჯმენტი; ** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა; ** ყურადღება დეტალების მიმართ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 10:00-16:00 სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.კასპი, გ.სააკაძის 110 (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კლინიკა) დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ CV: marimedi_m@yahoo.com Tel: 595446475

Source: jobs.ge. Availability may change.