SGS Dental Georgia
jobs.geკბილის ტექნიკოსი
Apply by 17 Dec 2026
შპს "SGS Dental Lab" აცხადებს ვაკანსიას კბილის ტექნიკოსის (CAD/CAM და ხელით მუშაობის გამოცდილებით) პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული ფაილების დამუშავება და ჩარხზე (CAD/CAM) მუშაობა.
** ჩარხიდან მოხსნილი ნაკეთობების ხელით დამუშავება: დისკებისგან/ბლოკებისგან დეტალების ფრთხილად გამოჭრა, საყრდენების ჩამოჭრა და ზედაპირის სრულყოფილი გლუვები და სინთერიზაციაზე გაშვება.
** სინთერიზაციის შემდგომ მოდელზე დასმა, კონტაქტებში, ოკლუზიაში საჭიროების შემთხვევაში პოლირება, დაგლაზურება, ფხვნილით დამუშავება.
** ციფრული თუ თაბაშირის მოდელების შექმნა.
** ინსტრუმენტებით (მიკრომოტორით, ფრეზებით) ზუსტი მანუალური მუშაობა მიკროდეტალებზე.
** ხარისხის მკაცრი კონტროლი ლაბორატორიიდან გაცემამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კბილის ტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია ხელით მუშაობის ძლიერი უნარი და მიკრომოტორით ზუსტი დამუშავების პრაქტიკა)
** CAD/CAM სისტემებთან და ჩარხებთან მუშაობის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე (მცირე ზომის დეტალებთან ფიზიკური მუშაობის უნარი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (და ნამუშევრების პორტფოლიო, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონულ მისამართზე: sgsdentallab@gmail.com ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 597 97 08 01. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
Source: jobs.ge. Availability may change.