კომპანია
jobs.geდისტანციური ღამის ოპერატორი
Apply by 16 Dec 2026
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია?
** შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
** შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
** მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
** მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;
ვის ვეძებთ?
** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს;
** მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
** ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა.
ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს
** სამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს: 19:00-09:00 ან 17:00-07:00
** ანაზღაურება: 800 ლარი
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:
** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;
** დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
გისურვებთ წარმატებას!
Source: jobs.ge. Availability may change.