G&A Group
jobs.geგაყიდვების ადმინისტრირების და ფინანსური კონტროლის სპეციალისტ
Apply by 16 Dec 2026
გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
ფუნქცია-მოვალეობა:
** სავაჭრო ქსელებთან და სხვა კონტრაგენტებთან ფინანსური დადარებების წარმოება;
** ურთიერთშედარების აქტების მომზადება, სხვაობების გამოვლენა და მოკვლევა;
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, გადახდის ვადებისა და დავალიანებების ამოღების კონტროლი;
** ვადაგადაცილებულ დავალიანებებთან დაკავშირებით კონტრაგენტებთან კომუნიკაცია;
** ფინანსური კორექტირებების კოორდინაცია ბუღალტერიასთან;
** CRM სისტემაში კონტრაგენტების დამატება, მონაცემების განახლება და სიზუსტის კონტროლი;
** გაყიდვების დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება: FMCG სექტორში, დისტრიბუციაში ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის გამოცდილება)
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** ფინანსური დადარებებისა და დებიტორული დავალიანებების მართვის პრინციპების ცოდნა;
** CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება,
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ერთჯერად კვებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
Source: jobs.ge. Availability may change.