Skip to main content
Back to all jobs

G&A Group

jobs.ge

საწარმოს მთავარი ბუღალტერი

Apply by 16 Dec 2026
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. ფუნქცია-მოვალეობა: ** საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი; ** წარმოების პროცესების ბუღალტრული აღრიცხვა, ნედლეულის ხარჯვისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი; ** პროდუქციის ფაქტობრივი თვითღირებულების აღრიცხვა და კალკულაციების სისწორის კონტროლი; ** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციისა და სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა; ** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ინვენტარიზაციის ორგანიზება და უშუალოდ ჩატარება, ფაქტობრივი და სააღრიცხვო ნაშთების შედარება, სხვაობების გამოვლენა და შედეგების ასახვა აღრიცხვაში; ** საწარმოო დანაკარგებისა და ჩამოწერების აღრიცხვა და კონტროლი; ** მომწოდებლებთან და კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების კონტროლი; ** საწარმოს ბუღალტრული მონაცემებისა და ანგარიშგების სისწორის უზრუნველყოფა; ** ფინანსურ დეპარტამენტთან და საწარმოს ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მთავარ ბუღალტრად (უპირატესობად ჩაითვლება: კვების მრეწველობაში ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება) ** საწარმოო კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — სავალდებულო; ** საწარმოო აღრიცხვისა და თვითღირებულების კალკულაციის საფუძვლიანი ცოდნა; ** ინვენტარიზაციის ჩატარებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** 1C საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ერთჯერად კვებას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: საწარმოს მთავარი ბუღალტერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. "G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Source: jobs.ge. Availability may change.