Skip to main content
Back to all jobs

New Trend

jobs.ge

მოდის კონსულტანტი

Apply by 16 Dec 2026
კომპანია "MAVA&Co" აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "New Trend"-ის მოდის კონსულტანტის პოზიციაზე. MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend. პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი ** პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი ** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** შერჩევის ფორმა: გასაუბრება გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს: ** ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი — შეზღუდვის გარეშე; ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში; ** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა; ** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქსკლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა; ** მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეფციის შესაბამისად; ** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა; ** მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; ** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@mavaltd.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოდის კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.