კომპანია
jobs.geგაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი
ბათუმიApply by 16 Dec 2026
ტურისტული მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
** დისტანციური გაყიდვების, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვა და ეფექტიანობის მონიტორინგი;
** გუნდის წევრების საქმიანობის მონიტორინგი, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რთული და არასტანდარტული მომხმარებლების შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** გაყიდვების მიზნების შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
** გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** შიდა პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
** საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სატელეფონო, ონლაინ ან სხვა დისტანციური არხებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ლიდერობისა და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** შედეგებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: people.selection@outlook.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: გაყიდვებისა და მომსახურების გუნდის მენეჯერი - ბათუმი.
Source: jobs.ge. Availability may change.