Skip to main content
Back to all jobs

Nexia Georgia

jobs.ge

რუსულენოვანი მთავარი ბუღალტერი

Apply by 16 Dec 2026
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის — Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებსა და ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით. "Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი — ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი; ** სამუშაო საათები — სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი; ** ანაზღაურება — 4500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება; ** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით; ** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი; ** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია; ** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვის საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება; ** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა; ** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა; ** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა. დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მთავარი ბუღალტერი".

Source: jobs.ge. Availability may change.