კომპანია
jobs.geსოციალური მედიის მართვის მენეჯერი
Apply by 16 Dec 2026
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, მუხათგვერდის ასახვევი
სამუშაო გრაფიკი (ჰიბრიდული): ორშაბათი - პარასკევი, 09.00-17.00 საათი, შესვენება 1 საათი.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიზნებზე მორგებული სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება.
** ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის შედგენა. ტექსტური (Copywriting), ვიზუალური და ვიდეო მასალების (Reels, TikTok, Stories) დაგეგმვა და უშუალოდ შექმნა.
** პოსტების რეგულარული გამოქვეყნება და პლატფორმების ვიზუალური იერსახის კონტროლი.
** შემომავალ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული პასუხების გაცემა.
** სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიების (Meta Ads, TikTok Ads, LinkedIn Ads) დაგეგმვა, გაშვება, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და მონიტორინგი.
** ანალიტიკა და რეპორტინგი: კამპანიებისა და პოსტების შედეგების გაანალიზება და ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისადმი.
** კომპანიის ვებ-გვერდის მართვა.
მოთხოვნები:
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** კრეატიულობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: analobjanidze.europack@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები შესასრულებელ სამუშაოსთან თქვენი შესაბამისობის განსაზღვრის და თქვენთან შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
Source: jobs.ge. Availability may change.