Skip to main content
Back to all jobs

სტანდარტი +

jobs.ge

გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

Apply by 16 Dec 2026
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება; ** შემოსულ შეტყობინებებზე (facebook, whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა. მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი; ** პუნქტუალურობა. ჩვენ გთავაზობთ: ** დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი; ** ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი; ** მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1; ** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ -18:00 სთ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Source: jobs.ge. Availability may change.