Skip to main content
Back to all jobs

რესტორანი ჟუჟუ

jobs.ge

მთავარი შეფი

მესტიაApply by 16 Dec 2026
რესტორანი "ჟუჟუ" — მესტია აცხადებს ვაკანსიას მთავარი შეფის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს სამზარეულოს გუნდს, უზრუნველყოფს კერძების მაღალ ხარისხს და პასუხისმგებელი იქნება სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება; ** სამზარეულოს გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოების განაწილება და კონტროლი; ** მენიუს შემუშავება, განახლება და კერძების რეცეპტურის სტანდარტიზაცია; ** კერძების ხარისხის, გემოვნური და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა; ** პროდუქტის შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან თანამშრომლობა; ** პროდუქტის მარაგების, ნაშთებისა და ჩამოწერების კონტროლი; ** საკვები პროდუქტების თვითღირებულებისა და სამზარეულოს ხარჯების ოპტიმიზაცია; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა; ** სამზარეულოს ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მთავარ შეფად ან სუ-შეფად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** პროფესიული კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად; ** მენიუს დაგეგმვისა და კერძების კალკულაციის ცოდნა; ** პროდუქტის თვითღირებულებისა და სამზარეულოს ბიუჯეტის მართვის გამოცდილება; ** გუნდის მართვისა და თანამშრომლების განვითარების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ლიდერული თვისებები; ** სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** საცხოვრებლით უზრუნველყოფას; ** დღეში ორჯერად კვებას; ** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას; ** 8-საათიან სამუშაო დღეს; ** სამუშაო გრაფიკს: 6 სამუშაო დღე / 1 დასვენების დღე; ** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. ** სამუშაო ადგილი: მესტია, საქართველო. განაცხადის მიღება: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელფოსტა: info@svanuri.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "მთავარი შეფი — მესტია". რესტორანი "ჟუჟუ" — ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩვენს სამზარეულოს ახალ სტანდარტს შეუქმნის.

Source: jobs.ge. Availability may change.