Skip to main content
Back to all jobs

illy Caffè

jobs.ge

მიმტანი

გალერია თბილისიApply by 16 Dec 2026
"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა. დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. "illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, გალერია თბილისის ფილიალში. ვაკანტური ადგილი: 1 მოვალეობები: ** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით; ** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება; ** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა ** კაფეს სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად ** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება ** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა; ** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში; მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია) ; ** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება; ** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; ** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა. პირობები: ანაზღაურება: საათში 5, 56 ლარი (ხელზე ასაღები), + თიფსი, 1 თვის შემდგომ + 1, 2 % (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20%) სამუშაო გრაფიკი: ცვლა 8 საათი ცვლებში, კვირაში 40 სთ, 2 დღე დასვენება სამედიცინო დაზღვევა, კვება. ანაზღაურებადი შვებულება (წელიწადში 24 სამუშაო დღე) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Source: jobs.ge. Availability may change.