Skip to main content
Back to all jobs

საბავშვო ბაღი Lego City

jobs.ge

აღმზრდელის ასისტენტი

ბათუმიApply by 16 Dec 2026
საბავშვო ბაღი "Lego city" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე. თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა. აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი - 1000 ლარი საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ბათუმი, გორგასალი 159. ფუნქცია-მოვალეობები: ** აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში; ** აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება; ** აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი; ** კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება; ** სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა; ** ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: ** რუსული ენის ცოდნა; ** პროფესიული ან/და ზოგადი განათლება; ** სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება. ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: ** რუსული ენის თავისუფლად ფლობა; ** კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; ** რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მზრუნველობა; ** ყურადღებიანობა; ** დაკვირვებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV): საკონტაქტო ნომერი: 555165485

Source: jobs.ge. Availability may change.