Skip to main content
Back to all jobs

სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი

jobs.ge

მიმტანი

ყაზბეგიApply by 16 Dec 2026
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: ** მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა; ** მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა; ** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი; ** სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა; ** სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება; ** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება; ** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ** სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი, მათ შორის პრობლემურ სტუმრებთან; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@intouristkazbegi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Source: jobs.ge. Availability may change.