ერპიემი
jobs.geგაყიდვების მენეჯერი
ბათუმიApply by 16 Dec 2026
"RPM" - პრემიუმ ავტოპროდუქტებისა და ავტომობილის მოვლის კომპანია - ეძებს გაყიდვების მენეჯერს ამბიციური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდისთვის ბათუმში.
თუ გიყვარს კომუნიკაცია, გაყიდვები და გინდა გახდე ძლიერი პროფესიონალი ავტოსფეროში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ჩვენი მიმართულებები მოიცავს:
ძრავისა და ტრანსმისიის ზეთებს, ანტიფრიზებს, ფილტრებს, ავტოქიმიას, ავტომობილის მოვლის საშუალებებსა და სხვა პრემიუმ ავტოპროდუქტებს.
"RPM"-ში შენ უბრალოდ სამსახურს არ იწყებ - აქ იძენ პროფესიას და გამოცდილებას, რომელიც ავტოსფეროში კონკურენტულ უპირატესობას გაძლევს.
ჩვენთან მიღებული ცოდნა, პრაქტიკა და გაყიდვების გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდე ძლიერ, მოთხოვნად და უკონკურენტო კადრად ავტოსფეროში - ადამიანად, რომელსაც ენდობიან, აფასებენ და რომლის შედეგებიც თვალსაჩინოა.
რას გააკეთებ:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
** პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება;
** ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი;
** გაყიდვების შედეგებზე მუშაობა და განვითარება.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
** პროფესიულ განვითარებას და მუდმივ სწავლებას;
** პრაქტიკულ გამოცდილებას;
** თანამედროვე და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** გამოცდილ გუნდს და ყოველდღიურ მხარდაჭერას.
რას ველოდებით:
** კომუნიკაბელურობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** შედეგზე ორიენტირებულობას;
** სწავლისა და განვითარების სურვილს;
** გაყიდვების გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი.
თუ გინდა იმუშაო გარემოში, სადაც შენი განვითარება რეალური პრიორიტეტია - შემოუერთდი "RPM"-ის გუნდს.
გამოგვიგზავნე CV / დაგვიკავშირდი: aslanibakuridze2000@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597739414
Source: jobs.ge. Availability may change.