კაფე ნატურალი
jobs.geბარმენი/ბარ-მენეჯერი
Apply by 14 Dec 2026
კაფე "ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის/ბარ-მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** სასმელების ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და ბარში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** წინასწარ მომზადებული ინგრედიენტების, მარაგებისა და სამუშაო სივრცის წესრიგის კონტროლი;
** კოქტეილების მენიუს შემუშავებასა და განვითარებაში მონაწილეობა;
** ბარ-მენეჯერის პოზიციისთვის - ბარის მუშაობის ორგანიზება, შესყიდვების, ინვენტარიზაციის, თვითღირებულებისა და გუნდის მუშაობის კონტროლი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** კოქტეილ-ბარებში მუშაობის გამოცდილება;
** კლასიკური კოქტეილების რეცეპტებისა
** ინგრედიენტების, გემოების ბალანსისა და მიქსოლოგიის თანამედროვე მიდგომების ცოდნა;
** თანამედროვე კოქტეილის კულტურისა და ბარის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** სტუმრებთან კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაოს ახალ კოქტეილ-ბარში, სოლოლაკში, თბილისში;
** შესაძლებლობას, შეუერთდეთ გუნდს პროექტის გახსნის ეტაპიდან;
** კოქტეილების მენიუსა და ბარის კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას;
** სტაბილურ სამუშაოს და გამჭვირვალე პირობებს;
** ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი განიხილება ინდივიდუალურად, პოზიციისა და გამოცდილების შესაბამისად.
გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: geo.aleksandre4@gmail.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
Source: jobs.ge. Availability may change.