Caucasus Horizon
jobs.geდისპეტჩერი
Apply by 14 Dec 2026
Access-A-Ride ლოჯისტიკური კომპანია "კავკასუს ჰორაიზონი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 5-7 აშშ დოლარი საათში (დამოკიდებულია გამოცდილებასა და სამუშაო საათებზე).
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო გრაფიკი იყოფა ცვლებად. თითოეული ცვლა მოიცავს კვირაში 4-6 სამუშაო დღეს.
** პირველი ცვლა - საქართველოს დროით 15:00 საათიდან (8-საათიანი ცვლა);
** მეორე ცვლა - საქართველოს დროით 22:00 საათიდან (7-საათიანი ცვლა).
ზუსტი ცვლის საათები და დღეები მოლაპარაკებადია (კომპანია მუშაობს ყოველდღე)
სამუშაო ფორმატი: დისტანციური/ჰიბრიდული
ძირითადი მოვალეობები:
** მძღოლების გრაფიკის დაგეგმვა, მართვა და მუდმივი გაუმჯობესება;
** ქართველ მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ოპერატიული მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოთმინება;
** სწრაფი აზროვნება;
** კარგი კომუნიკაციის უნარები;
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
** Google Maps-ის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე;
** ყურსასმენების ქონა;
** ლეპტოპის ქონა;
** სწრაფი და სტაბილური ინტერნეტი.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ნიუ-იორკის (NY) გეოგრაფიის კარგი ცოდნა;
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და დამატებითი ენის ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1. გასაუბრება;
2. 5 დღიანი არაანაზღაურებადი ტრენინგი (ოფისიდან);
3. 5 დღიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. (ოფისიდან);
4. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გუნდის წევრი გახდებით;
5. 1 თვე სავალდებულოა ოფისიდან/ჰიბრიდული მუშაობა - შემდგომ სურვილისამებრ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zuxexpress@gmail.com
ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: "დისპეტჩერი".
Source: jobs.ge. Availability may change.