Skip to main content
Back to all jobs

DHL

jobs.ge

კურიერი

ფოთიApply by 29 Nov 2026
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ფოთში. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში! რას გთავაზობთ? ** ფიქსირებული ხელფასი - 1, 200 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი; ** სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა; ** კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია; ** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30; ** შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი); ** სამუშაო ადგილი: ფოთი. ძირითადი მოვალეობები: ** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; ** ჩამოსული ამანათების დახარისხება; ** მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა; ** ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება; ** ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება; ** კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა; ** გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან; ** კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება; ** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); ** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა; ** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 29 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

Source: jobs.ge, hr.ge. Availability may change.