Match Up Consulting
jobs.geსაოპერაციო სპეციალისტი
Apply by 13 Dec 2026
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული, იცი ქართული, რუსული და ინგლისური ენები, შეგიძლია საოფისე/CRM სისტემებში მუშაობა და გსურს ძალების მოსინჯვა ლოჯისტიკის სფეროში — საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting"-ის პარტნიორი კომპანია ეძებს საოპერაციო სპეციალისტს (ლოგისტიკის მიმართულებით)!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული — 1500 ლარი ხელზე ასაღები;
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილი
** სამუშაო განაკვეთი: ორშ.-პარ., 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ავტომობილების გაფორმების პროცესების მართვა და შესაბამისი საბუთების მომზადება.
** ფოთის ტერმინალში გახსნებისა და დაკავშირებული ოპერაციების კოორდინაცია.
** საზღვაო ხაზებთან და ტერმინალებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** ოფიციალური ელფოსტის მართვა და CRM სისტემაში მუშაობა.
** მიღებული დოკუმენტაციის დახარისხება, აღრიცხვა და დამუშავება.
** ლოგისტიკური საქმიანობისთვის დამახასიათებელი მიმდინარე ოპერაციების შესრულება და გადახდების მართვა.
აუცილებელია, რომ:
** იცოდე ქართული და რუსული ენები კარგად.
** ინგლისური ენა — საშუალო დონეზე.
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/hsLlZ
Source: jobs.ge. Availability may change.