Skip to main content
Back to all jobs

მეტალტექნიკა

jobs.ge

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი

Apply by 30 Nov 2026
კომპანია "მეტალტექნიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე. პიროვნული და პროფესიული უნარები ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მიზანსწრაფულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. დამატებითი მოთხოვნები ** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** ტექნიკური აზროვნება და მარტივი გამოთვლების დამოუკიდებლად შესრულების უნარი; ** Microsoft Excel-ისა და Microsoft Word-ის ცოდნა; ** ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ საშუალო დონეზე); ** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით). ძირითადი სამუშაო მოვალეობები (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სპეციფიკის ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი ცოდნის მიღებას.) ** კლიენტებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება; ** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შედგენაში მონაწილეობა და მათი ხელმოწერის პროცესის უზრუნველყოფა; ** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება; ** შეკვეთების შესრულების პროცესის მონიტორინგი; ** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთან საქონლის მიღება-ჩაბარების პროცესზე დასწრება; ** მისთვის დელეგირებული დავალებების შესრულების შესახებ ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა; ** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაო გეგმის დადგენილ ვადებში შესრულება; ** დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, დროულად და პროფესიულ დონეზე შესრულება; ** ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება; ** კომპანიის წესდების, შინაგანაწესისა და მოქმედი შიდა რეგულაციების დაცვა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 საათი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 28ბ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.metaltecnica.ge/ დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, CV ან რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@metaltecnica.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ნოემბერი.

Source: jobs.ge. Availability may change.