იფქლი
jobs.geმაღაზიებიდან დაბრუნებული/ძველი პურის აღმრიცხველი
ვარკეთილიApply by 12 Dec 2026
პურ-ფუნთუშეულის საწარმო "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიებიდან დაბრუნებული/ძველი პურის აღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, პოლიციის ქუჩა N9.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
თანამდებობრივი მოვალეობები:
** სარეალიზაციო ქსელიდან საწარმოში დაბრუნებული პროდუქტის სათანადოდ (კატეგორიის მიხედვით) აღწერა/მითვლა და მონაცემების შეტანა საამისოდ განკუთვნილ დოკუმენტში და აღნიშნული ინფორმაციის დამსაქმებლისთვის მიწოდება;
** რეალურად დაბრუნებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით დაბრუნებულ მონაცემებთან შედარება;
** დისტრიბუტორის მიერ წაღებული და დატოვებული ცარიელი ყუთების კონტროლი;
** სარეალიზაციო ობიექტებიდან უკან დაბრუნებული პროდუქციის სამეურნეო მიზნით (ფერმერებზე) რეალიზაცია, ანგარიშსწორება, მონაცემების აღრიცხვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 87 38 74
Source: jobs.ge. Availability may change.