Skip to main content
Back to all jobs

დ&ლ სერვისი

jobs.ge

სავაჭრო წარმომადგენელი

Apply by 12 Dec 2026
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესელერის) პოზიციაზე. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.dls.ge სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145ა სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტების რეგულარული ვიზიტი; ** შეკვეთების გაფორმება და მათი დროული მიწოდების პროცესის კონტროლი; ** ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტთა ქსელის გაფართოება; ** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორ განლაგებაზე ზრუნვა; ** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია; ** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** MS Office-ის პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (სასურველია). პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მათემატიკური აზროვნება; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი); ** სამსახურებრივი ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას; ** კორპორატიულ მობილურ ნომერს; ** ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: vacancy@dls.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.