Shuffle Boar
jobs.geბარის მენეჯერი
Apply by 11 Dec 2026
Shuffle Boar ეძებს ბარის მენეჯერს.
Shuffle Boar პირველი შაფლბორდის ბარია რეგიონში. ის მდებარეობს თბილისში, ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18-ში და აერთიანებს თამაშებს, კოქტეილებსა და საჭმელს. ბრენდი ასევე აწარმოებს შაფლბორდის მაგიდებს და გეგმავს გაფართოებას რეგიონის მასშტაბით; ამ გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ბარის გამართულ მუშაობასა და მის მენეჯერზეა დამოკიდებული.
ვის ეძებს კომპანია:
კომპანია ეძებს მენეჯერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს ბარის ყოველდღიურ მართვას, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით, და იზრუნებს ბიზნესის ზრდაზე.
მენეჯერი ანგარიშვალდებულია მფლობელებთან. დამოუკიდებლად მისაღები და შესათანხმებელი გადაწყვეტილებების ფარგლები წინასწარ განისაზღვრება.
** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ჰორეკა სექტორში მენეჯერის პოზიციაზე.
** გუნდის შერჩევის, სწავლებისა და მართვის გამოცდილება.
** შესყიდვებისა და მარაგების მართვის გამოცდილება.
** თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლის ცოდნა.
** ანგარიშების მომზადებისა და ანალიზის უნარი.
** საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ცხრილების სამუშაო დონეზე ცოდნა.
** დავალებების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია.
** რუსული ენის ცოდნა სასურველია.
მოვალეობები:
** ბარის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით.
** საოპერაციო სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და შესრულების კონტროლი.
** შეთანხმებული სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში გუნდის სტრუქტურის, საჭირო პოზიციებისა და ანაზღაურების განაწილების შეთავაზება.
** პერსონალის აყვანა, სწავლება, სამუშაოს ორგანიზება და შესრულების შეფასება, სამზარეულოს გუნდის ჩათვლით.
** მომსახურებისა და სტუმრების სათამაშო გამოცდილების გაუმჯობესება.
** საჭმლისა და სასმელების ხარისხის კონტროლი შესაბამის გუნდებთან ერთად.
** შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა.
** მარაგების კონტროლი და ყოველ ორ კვირაში აღწერის დაგეგმვა და ზედამხედველობა.
** თვითღირებულების, საოპერაციო ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და ოპტიმიზაცია.
** საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა მფლობელებთან ერთად და მისი შესრულების კონტროლი.
** საჭმლისა და სასმელების მენიუს გეგმიური განახლების ხელმძღვანელობა.
** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან საერთო სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება.
** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ღონისძიებების, მათ შორის კორპორატიული ღონისძიებების, ოპერაციული კოორდინაცია.
** პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობაში მონაწილეობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად.
** ბიზნესის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება.
** გაყიდვების, ხარჯებისა და საოპერაციო შედეგების ანგარიშგება: გეგმასთან შედარება, გადახრების მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი ნაბიჯების განსაზღვრა.
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
** სივრცის, ტექნიკისა და სათამაშო ინვენტარის გამართულობისა და გეგმიური მოვლის ზედამხედველობა.
რას სთავაზობს კომპანია:
** კონკურენტულ ყოველთვიურ ხელფასს: 4 000-6 000 ლარი ხელზე. საბოლოო თანხა დამოკიდებულია შეთანხმებულ პასუხისმგებლობებზე, მათ შორის შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის ფუნქციების შესრულების/ზედამხედველობის მოცულობაზე.
** მრავალმხრივ საბონუსე სისტემას, შეთანხმებული შედეგების მიხედვით.
** გამართულ ბრენდს და მარკეტინგისა და გაყიდვების გამოცდილ გუნდს.
** შესაძლებლობას, მენეჯერმა შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში თავად დაგეგმოს გუნდის სტრუქტურა და სამუშაოს განაწილება.
** ბრენდის რეგიონულ განვითარებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას.
** თანამშრომლის ბენეფიტების პაკეტს.
ადგილმდებარეობა: ცეხი, თამარ მეფის გამზირი 18, თბილისი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: lika@scifi.ge და subject-ში მიუთითონ "ბარის მენეჯერი".
Source: jobs.ge. Availability may change.