Skip to main content
Back to all jobs

BCT Motors LLC

jobs.ge

ტექნიკური მენეჯერი

Apply by 15 Dec 2026
"BCT Motors" ახალგაზრდა და მზარდი კომპანიაა, რომელიც საავტომობილო და სამრეწველო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. ჩვენ ნიდერლანდური ბრენდის Eurol-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ვართ საქართველოში. ახალი მიმართულებების გასავითარებლად გუნდს ვაფართოებთ და ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს. სამუშაო ადგილი — თბილისი, სრული განაკვეთი გრაფიკი — ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, ერთსაათიანი შესვენებით ანაზღაურება — 4 000 ლარი და შედეგზე დამოკიდებული ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** საცხებ-საპოხი მასალების შერჩევა ტექნიკის მწარმოებლის მოთხოვნებისა და ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით ** კორპორაციულ კლიენტებთან ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში და მათთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ** ზეთის ლაბორატორიული ანალიზის ორგანიზება და შედეგების განხილვა შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ** კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის ტექნიკური პრეზენტაციებისა და ტრენინგების ჩატარება ** გაყიდვების გუნდთან ერთად შეთავაზებების ტექნიკური ნაწილის მომზადება და პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება ** საავტომობილო ან სამრეწველო ტექნიკის ექსპლუატაციის ან მომსახურების გამოცდილება ** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების გასაგებად ახსნის უნარი ** ქართული ენის გამართული ცოდნა და ინგლისურ ან რუსულ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის უნარი ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში ვიზიტებისთვის მზადყოფნა რეზიუმე ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოგვიგზავნეთ 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელფოსტის მისამართზე b.chubinidze@gmail.com. წერილის თემაში მიუთითეთ "ტექნიკური მენეჯერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Source: jobs.ge. Availability may change.