Skip to main content
Back to all jobs

Bolsero

jobs.ge

გაყიდვების კონსულტანტი

Apply by 10 Dec 2026
"BOLSERO" | გაყიდვების კონსულტანტი თუ დაინტერესებული ხართ მოდით, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და აფასებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ლოკაციები: ** Tbilisi Mall ** City Mall Saburtalo ** East Point სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: დღეში 8 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება; კვირაში 40 სამუშაო საათი; კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე; ნახევარი განაკვეთი: 17:30-22:00; კვირაში 5-6 სამუშაო დღე. ანაზღაურება: სრული განაკვეთი: 1100 ლარი + ბონუსი; წლიური საშუალო თვიური შემოსავალი: 1600-1700 ლარი; ნახევარი განაკვეთი: 550 ლარი + ბონუსი; წლიური საშუალო თვიური შემოსავალი: 800 ლარი. მოვალეობები ** მომხმარებლების მომსახურება და კონსულტირება BOLSERO-ს მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. ** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში დახმარება. ** გაყიდვის სრული პროცესის განხორციელება — კონსულტაციიდან გაყიდვის დასრულებამდე. ** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორად და ესთეტიკურად წარმოდგენის უზრუნველყოფა. ** პროდუქციის განლაგების, მარაგებისა და სავაჭრო სივრცის მოწესრიგებული იერსახის კონტროლი. ** კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა. მოთხოვნები ** კომუნიკაციისა და მომხმარებლებთან მუშაობის კარგი უნარები. ** მომსახურების ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია. ** საშუალო პროფესიული, არასრული უმაღლესი ან უმაღლესი განათლება. ** რუსული და ინგლისური ენების სულ მცირე საბაზისო ცოდნა. ** კეთილგანწყობილი, ინიციატივიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. ** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ ** კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას. ** პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ განვითარებას. ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას. ** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს. ** მხარდამჭერ და პროფესიონალურ გუნდურ გარემოს. ** მოდისა და აქსესუარების სფეროში მუშაობას. ** აქტიური გაყიდვების თვეებში მაღალი ბონუსების მიღების შესაძლებლობას. ** თამაშებსა და კონკურსებში მონაწილეობით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე. ** უფასო ყავასა და ჩაის. რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ: hrgeo@bolsero.es | ტელ.: +995 551 09 86 36 რეზიუმეები (CV) ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

Source: jobs.ge. Availability may change.