STREAM
jobs.geდირექტორი
Apply by 10 Dec 2026
ვეძებთ დირექტორს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია ფილიალების სახით თბილისში.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატს, რომელსაც აქვს მრავალფილიალიანი ბიზნესის მართვის გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპლექსის ოპერაციული მართვა;
** მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
** გუნდის შერჩევა, განვითარება, შეფასება და საბონუსე სისტემების შემუშავება;
** ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლების, ხარჯების კონტროლი და მომგებიანობის ზრდა;
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებელთა კმაყოფილების, არსებული წევრების შენარჩუნებისა და ახალი
** მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული აქტივობების, გაყიდვების სტიმულირებისა და ახალი შემოსავლის წყაროების ძიება;
** სავარჯიშო აღჭურვილობის გამართულობის, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
** ბიზნეს პროცესებისა და ციფრული სისტემების გაუმჯობესება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი სერვისების დანერგვა;
** კომპანიის მფლობელთან/დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლეს განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
** რამდენიმე წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის;
** ფინანსური მართვა — ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ანგარიშგება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Source: jobs.ge. Availability may change.