Skip to main content
Back to all jobs

Newport Hotel Kutaisi

jobs.ge

სტუმართა მომსახურების აგენტი

ქუთაისიApply by 10 Dec 2026
"Newport Hotel Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას სტუმართა მომსახურების აგენტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე; ** სამუშაო საათები: 09:00-21:00; ** შესვენება: 2 საათი; ** ყოველთვიური ანაზღაურება: 720 ლარი; ** კვება: ორჯერადი კვება სასტუმროს ხარჯზე; უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას და დაინტერესებულია ხანგრძლივი თანამშრომლობით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სტუმრების მიღება და სასტუმროში განთავსება (Check-in); ** სტუმრების გაცილება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა (Check-out); ** სტუმრებთან სწორი, თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია; ** სტუმრების საჭიროებების დროული დაკმაყოფილება; ** სასტუმროს შიდა სტანდარტებისა და დადგენილი წესების დაცვა; ** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა და მომსახურების კულტურა; ** პროფესიული განვითარების სურვილი და ინტერესი; ** რთული და არასტანდარტული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას და Newport Hotel-ის გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება. დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: contact@newporthotelkutaisi.com

Source: jobs.ge. Availability may change.