Skip to main content
Back to all jobs

თბილისის არქიმედეს სკოლა

jobs.ge

გერმანული ენის მასწავლებელი

Apply by 24 Nov 2026
შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზ. N43; შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა". ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გერმანული ენის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად; ** საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; ** მოსწავლეებში გერმანული ენის პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება; ** სწავლების თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდების გამოყენება; ** მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება; ** სასწავლო რესურსებისა და დამატებითი მასალების მომზადება; ** მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება გერმანული ენისა და ლიტერატურის ან შესაბამისი მიმართულებით; ** გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია C1 ან მეტი); ** მასწავლებლის კვალიფიკაცია ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება; ** სასურველია პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; ** თანამედროვე სასწავლო მეთოდების ცოდნა; ** მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა; ** პროფესიული განვითარების სურვილი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: archimedeskolamail@gmail.com

Source: jobs.ge. Availability may change.