თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი
jobs.geმორიგე ექთნის დამხმარე
ქუთაისიApply by 9 Dec 2026
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტებისთვის საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი წესების შესაბამისად
** ექიმის დანიშნულების შესრულება და საექთნო პროცედურების ჩატარება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
** ჩატარებული პროცედურებისა და დაკვირვების შედეგების ასახვა საექთნო დოკუმენტაციაში
** მორიგეობის დასრულებისას პაციენტების მდგომარეობისა და მიმდინარე დანიშნულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მომდევნო ცვლისთვის
** ინფექციის პრევენციის, პაციენტის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი საექთნო განათლება
** პასუხისმგებლობა და სიზუსტე დანიშნულებების შესრულებისა და დოკუმენტაციის წარმოებისას
** პაციენტებთან თავაზიანი კომუნიკაციისა და სამედიცინო გუნდთან კოორდინაციის უნარი
სტაციონარში ექთნად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე kh.tkemaladze@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ "მორიგე ექთანი — ქუთაისი".
Source: jobs.ge. Availability may change.