Skip to main content
Back to all jobs

Levels Academy

jobs.ge

შაბათ-კვირის სკოლის ადმინისტრატორი

Apply by 9 Dec 2026
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის სკოლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 29გ სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე. სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა. ანაზღაურება: 500 ლარი. ძირითადი მოვალეობები: ** დღის ორგანიზება; ** მენეჯმენტისთვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება; ** სატელეფონო ზარებზე, მეილებსა და სხვა ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა; ** ახალი სტუდენტების მიღება; ** მშობლებთან კომუნიკაცია; ** საგაკვეთილო პროცესის კონტროლი; ** მოსწავლეების დახმარება; ** სივრცისა და რესურსების კონტროლი; ** ტესტების მომზადება და მასწავლებლისთვის მიწოდება; ** მისაღებისა და საერთო სივრცის კონტროლი; ** ბავშვების გაცილება; ** ყოველდღიურ საჭიროებებზე რეაგირება; ** ოთახების მოწესრიგება; ** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება. აუცილებელი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; ** გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ლეველსი გთავაზობთ: ** პროფესიულ ზრდასა და განვითარებას; ** "ლეველსის" ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: career@levels.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ დასახელება — შაბათ-კვირის ადმინისტრატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Source: jobs.ge. Availability may change.