კომპანია
jobs.geგაყიდვების კონსულტანტი
Apply by 7 Dec 2026
"კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა, ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გსურთ იმუშაოთ საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში!
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისთ ფოინთის ახალი სივრცე;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე;
** სამუშაო გრაფიკი: მეორე კონსულტანტთან შეთანხმებით, მოქნილი განრიგით;
** შესაძლებელია შემდეგი სამუშაო გრაფიკებიდან ერთ-ერთის შეთანხმება:
** დღეგამოშვებით სამუშაო გრაფიკი;
** კვირაში 5 დღე, ნახევარი სამუშაო დღით, შაბათ-კვირას კი მონაცვლეობით სრული სამუშაო დღით;
** ორი სამუშაო დღე ერთი კონსულტანტისთვის და ორი სამუშაო დღე მეორე კონსულტანტისთვის, შეთანხმებული განრიგის მიხედვით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა;
** მომხმარებელთან პოზიტიური და პროფესიონალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი: 18 წლიდან;
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პოზიტიური დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ;
** ინიციატივიანობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: didostatiofficial@gmail.com და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".
Source: jobs.ge. Availability may change.