Skip to main content
Back to all jobs

Best Western Plus Batumi

jobs.ge

ხარჯთაღმრიცხველი

ბათუმიApply by 7 Dec 2026
საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესტ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი); ** ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ. ძირითადი მოვალეობები: ** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი; ** ხარჯთაღრიცხვის მართვა და კონტროლი; ** ფასდაკლებების, გაუქმებისა და კორექტირებების ყოველდღიური კონტროლი; ** დეპარტამენტებს შორის კვებისა და სასმელების ტრანსფერების მონიტორინგი; ** ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი; ** მინიმალური და მაქსიმალური ნაშთის კონტროლი; ** სასმელებისა და საკვების ფასების კონტროლი საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად; ** დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება; ** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი; ** შერჩევითი შემოწმება და თვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი; ** ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი. მოთხოვნები: ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** Fina-ში მუშაობის გამოცდილება. საჭირო უნარები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს; ** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას; ** კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ხარჯთაღმრიცხველი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების გადახედვის შემდგომ. გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.