სამედიცინო ცენტრი
jobs.geპროფესორის ასისტენტი
Apply by 6 Dec 2026
წამყვანი სამედიცინო ცენტრი თბილისში იწვევს მოტივირებულ და ორგანიზებულ თანამშრომელს პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე, პროფესორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტური მხარდაჭერისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვისთვის.
ვაკანსიის დასახელება: პროფესორის ასისტენტი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** პროფესორის პაციენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა
** პაციენტთა ნაკადების მართვა
** პაციენტთა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** პრე და პოსტოპერაციული კვლევების უზრუნველყოფა, პოსტოპერციული ფოლოუ-აფი
** ამბულატორიულ პაციენტთა მომზადება პროფესორთან ვიზიტისთვის
** უცხოელ პაციენტთა ორგანიზება, კომუნიკაცია, მოზიდვა, დაგეგმვა
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** კონსულტაციით, დიაგნოსტიკით, მკურნალობით დაინტერესებულ პაციენტებთან კომუნიკაცია
** პროფესორის გაცემული განკარგულებების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული ინფორმირება / შეხსენება
** შეხვედრების, ვიზიტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, კალენდრის მართვა.
** სატელეფონო ზარების, ელ-ფოსტისა და ოფიციალური კორესპონდენციის გაფილტვრა და მართვა.
** შეხვედრების ოქმების შედგენა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი.
** სამუშაო მივლინებების ორგანიზება (ბილეთები, სასტუმროები, ტრანსპორტირება).
** კლინიკის დეპარტამენტებს შორის პროფესორის პაციენტებზე ინფორმაციისა და ოპერატიული დავალებების სწრაფი მიმოცვლის უზრუნველყოფა.
** დეპარტამენტებიდან პერიოდული ანგარიშების შეგროვება, სისტემატიზაცია და წარდგენა.
** კლინიკაში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების მიმდინარეობის მონიტორინგი.
** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და ოფიციალური წერილების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** რაიმე სახის სამედიცინო განათლება
** პაციენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება
** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** დავალებების მაღალი პასუხისმგებლობითა და დეტალებზე ორიენტირებულობით შესრულება
** კრიტიკულ სიტუაციებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ასისტენტის, მენეჯერის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ფლობა.
** MS Office-ისა და კალენდარული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.
** მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: stkebuchava@onepoint.ge და სათაურში (Subject) მიუთითეთ: "პროფესორის ასისტენტი".
Source: jobs.ge. Availability may change.