Skip to main content
Back to all jobs

EPAM

jobs.ge

DevOps/MLOps წამყვანი ინჟინერი

Apply by 6 Dec 2026
"EPAM" ეძებს DevOps/MLOps წამყვან ინჟინერს ნავთობისა და გაზის სფეროს წამყვანი კომპანიის პროექტისთვის. შეაფასებ კლიენტის ინფრასტრუქტურას და მოამზადებ მას კორპორაციული მონაცემთა პლატფორმის (EDP) დანერგვისთვის, რათა პლატფორმა შეუფერხებლად და ეფექტიანად ამუშავდეს. რას გააკეთებ: ** შეაფასებ, რამდენად მზადაა კლიენტის ინფრასტრუქტურა EDP-ის დასანერგად ** გამოავლენ ხარვეზებს და შესთავაზებ მათი გამოსწორების გზებს ** მონაცემთა ინჟინერიისა და DevOps გუნდებთან ერთად შეათანხმებ დანერგვის სტრატეგიას ** შექმნი და განავითარებ დანერგვის ავტომატიზაციის სკრიპტებსა და ინსტრუმენტებს ** ითანამშრომლებ გარე მომწოდებლებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად ** გაუშვებ პლატფორმასა და აპლიკაციებს Kubernetes-ზე ვის ვეძებთ: ** 5+ წლიანი გამოცდილება DevOps-ში მონაცემთა ინჟინერიის გარემოში ** მონაცემთა პლატფორმების დასანერგად ინფრასტრუქტურის შეფასების გამოცდილება ** EDP-ის კომპონენტებისა და მათი დანერგვის მოთხოვნების ცოდნა ** Docker-ის, Kubernetes-ისა და Linux-ის კარგი ცოდნა ** CI/CD-ის, Argo-სა და Python-ის ცოდნა ** მანქანური სწავლებისა და აგენტური AI აპლიკაციების რეალურ გარემოში გაშვების მოთხოვნების გაგება ** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე ** უპირატესობა: MLflow-ის, Airflow-ს, მოდელების ავტომატური გადამზადებისა და მონაცემთა ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა. განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-lead-devops

Source: jobs.ge. Availability may change.