სამშენებლო კომპანია
jobs.geსაქმის მწარმოებელი/ოფისის ადმინისტრატორი
რუსთავიApply by 6 Dec 2026
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის/ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
** მთავარ ბუღალტერთან მუდმივი კომუნიკაცია და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** RS.ge პლატფორმაზე მუშაობა;
** საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
** თანამშრომელთა ხელფასების უწყისების მომზადება და გადარიცხვა;
** სხვადასხვა დოკუმენტისა და სააღრიცხვო ფორმის შევსება;
** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად ან ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამებისა და MS Office-ის კარგი ცოდნა;
** RS.ge პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება.
სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1 000 ლარი (ხელზე ასაღები);
** დამატებით: ბონუსი გაყიდვებიდან;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
** სამუშაო საათები: 11:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებული პრემიუმ ხარისხის საოფისე ჯიხური.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
** კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
martcapital1@yahoo.com ან დარეკოთ ტელ. ნომერზე 597 150015
Source: jobs.ge. Availability may change.