Skip to main content
Back to all jobs

მეფუტკრე

jobs.ge

დისტრიბუტორი

Apply by 5 Dec 2026
შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში. ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს. რას გთავაზობთ? ** წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს; ** დღიურად საშუალოდ 10-20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას; ** სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00-14:00 საათისთვის; ** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს. ძირითადი მოვალეობები: ** ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა; ** პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში; ** ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით; ** მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი. მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება; ** თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** კარგი მათემატიკური უნარები; ** ენერგიულობა და პუნქტუალურობა; ** დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პირობები: ** ანაზღაურება: 1200 ლარი; ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "დისტრიბუტორი".

Source: jobs.ge. Availability may change.