Skip to main content
Back to all jobs

Novamed Georgia

jobs.ge

ბუღალტერი

Apply by 5 Dec 2026
შპს "Novamed Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 46 სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა; ** ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და გატარება Oris-ში; ** რეალიზაცია; ** ადგილობრივი შესყიდვები; ** იმპორტი; ** ბანკი; ** სალარო; ** ხელფასისა და დივიდენდის დარიცხვები — უწყისების მომზადება; ** ხარჯები; ** პროგრამა FMG-დან ზედნადებების გამოწერა; ** ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება (აუდიტორული კომპანიის მხარდაჭერით); ** საჭიროებისამებრ სხვადასხვა ინფორმაციის მომზადება (დებიტორები, ხარჯები, შემოსავლები, მარაგის დონეები); ** ყოველი თვის ბუღალტრული აღრიცხვის დახურვა (აუდიტორული კომპანიის მხარდაჭერით); ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (სასურველია); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა); ** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris და FMG); ** MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** შედეგებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტური მართვა; ** ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობა. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). თუ დაინტერესებული ხართ ამ შემოთავაზებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: novamedgeorgia@gmail.com ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

Source: jobs.ge. Availability may change.