გაგრა პლუსი
jobs.geსავაჭრო აგენტი
Apply by 5 Dec 2026
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მოვალეობები:
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი B კატეგორია.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა (იპოთეკა)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობიანი.
** შრომისმოყვარე
** გუნდურად მომუშავე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართებზე: Davit.Baliashvili@gplus.ge, Shalva.Andriadze@gplus.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject) სავაჭრო აგენტი.
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
Source: jobs.ge. Availability may change.