Skip to main content
Back to all jobs

ნიუ ჰოსპიტალსი

jobs.ge

ეკონომიკური სამსახურის მენეჯერი

Apply by 5 Dec 2026
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს. სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება - მედიცინის, ჯანდაცვის ან ფინანსების მიმართულებებს); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; ** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. ძირითადი ფუნქციები: ** სტაციონარული/ამბულატორიული შემთხვევების გაფორმება; ** პაციენტის მონაცემების ელექტრონულად ატვირთვა; ** წინასწარი ანგარიშ-ფაქტურების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნა შესაბამის სამსახურებში; ** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა. პიროვნული თვისებები: ** გულისხმიერება, თავაზიანობა; ** აკურატულობა, ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 05.12.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Source: jobs.ge. Availability may change.