Skip to main content
Back to all jobs

ვასსერ შტრასსე

jobs.ge

მიმტანი-კონსულტანტი

Apply by 5 Dec 2026
"ვასსერშტრასსე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით. ფუნქციები: ** რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა; ** კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ; ** შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა; ** ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა; ** გასაყიდი პროდუქციის ცოდნა; ** ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა; ** სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება; ** სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება; ** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია; ** კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით; ** სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება. სასურველია: ** პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე; ** Microsoft Office-ის ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე. სამუშაო ადგილი: თბილისი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@wasserstrasse.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

Source: jobs.ge. Availability may change.